თურქეთის საბაჟო სამსახური საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 29.03.2016
ნანახია: 1187

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახური, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი სინირ ქაფისი“ ( SARP SINIR KAPISI), დაბალი გამტარუნარიანობის გამო, საქართველოდან გამსვლელი, დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებას დროებით აჩერებს. როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, თურქმა მებაჟეებმა დატვირთული სატვირთო მანქანების მიღება დღეს 12:30 საათზე შეწყვიტეს.  წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე