სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1,1 % შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 02.10.2015
ნანახია: 1917

2015 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,1 პროცენტი შეადგინა.

“საქსტატის“ ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:  

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1,0 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1,0 პროცენტი);

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 2,4 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფში ფასების ზრდა განაპირობა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 4,6-პროცენტიანმა მატებამ;

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,2-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე