თურქეთმა, ტრადიციული ტკბილეულის, რახათ-ლუხუმის ექსპორტი გაზარდა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 29.03.2016
ნანახია: 3364

თურქეთმა, ტრადიციული ტკბილეულის, რახათ-ლუხუმის ექსპორტი გაზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვბით, 2015 წელს თურქეთიდან 32,5 მლნ დოლარის ღირებულების  რახათ-ლუხუმის ექსპორტი განახორციელა, რაც 9,5 %-ით მეტია 2014 წელს ქვეყნიდან გატანილი რახათ-ლუხუმის ღირებულებაზე. ყველაზე დიდი რაოდენობით ტრადიციული თურქული თკბილეულის ექსპორტი ბრიტანეთში განხორციელდა, სადაც 2015 წელს 3,5 მლნ დოლარის ღირებულების  თურქული რახათ-ლუხუმის იმპორტი მოხდა.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ  რახათ-ლუხუმისთვის ყველაზე დიდი ბაზარი გერმანია  და საუდის არაბეთია, სადაც 2015 წელს 2-2 მლნ დოლარის ღირებულების თურქული ტრადიციული ტკბილეული შეიტანეს.

რახათ-ლუხუმის ექსპორტის მხრივ მესამე პოზიციაზეა აშშ, ხოლო შემდეგ მოდიან ირანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე