თიბისი გალერეა კონსტანტინე მინდაძის პროექტს „სიცოცხლის ფორმები - დევიაცია“ უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 29.03.2016
ნანახია: 1575

30 მარტს, 19:00 საათზე თიბისი გალერეა  კონსტანტინე მინდაძის პროექტს „სიცოცხლის ფორმები - დევიაცია“ უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე  დამთვალიერებელი ავტორის მიერ შექმნილ არტ-ობიექტებს  იხილავს.

გამოფენაზე გიგი ფალავანდიშვილის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმის ჩვენებაც მოეწყობა, რომელშიც კონსტანტინე მინდაძის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები იქნება ასახული.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, (მარჯანიშვილის ქ.7) თიბისი გალერეა (მე-4 სართული)




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე