„ტელეფონი არ ჩერდება... ნუთუ არ გრცხვენია“ - რა ჭორები გაუვრცელეს 15 წლის ბარბარა სამხარაძეს?!

საქართველო, თბილისი - 16:55 | 28.03.2016
ნანახია: 2587

„ნიჭიერის“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულს, 15 წლის ბარბარა სამხარაძეს სოციალურ ქსელში „ბოროტული“ ჭორები გაუვრცელეს _ თითქოს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბარბარა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი აღარც ტელეფონი ჩერდება და აღარც facebook-ი. საიდან აღარ მირეკავენ და მწერენ... ხალხო სირცხვილია... და მთავარ გმირს მივმართვ...,,ძვირფასო მარიამ იაძე გცხვენოდეს... ან საიდან იგონებ ეგეთ სისულელეებს...ნუთუ არ გცხვენია"...კიდევ ერთხელ გეტყვით კარგად ვარ... არაფერი არ მჭირს... და ყველას დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისათვის“, - წერს ბარბარა სამხარაძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე