„ცეცხლს ეთამაშება ჭორიკანა დეპუტატი ლორთქიფანიძე“ - ინგა გრიგოლია

საქართველო, თბილისი - 14:56 | 28.03.2016
ნანახია: 3516

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პასუხობს და სოციალურ ქსელში, კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.

„ოპააა. დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე უკვე ღია მუქარაზე გადავიდა - ,,აწი ბევრი რაღაცეებით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები!!! აცხადებს გაზეთ ,,ქრონიკასთან,, ინტერვიუში და თავს უფლებას აძლევს, რომ უკვე ჩემს შვილსაც შეეხოს, იმ ყველაფრის მერე, რაც პარასკევს მოაწყო....მაინტერესებს, რას ნიშნავს მისი ასეთი დაუოკებელი ინტერესი ჩემი ცხოვრების მიმართ და რას ნიშნავს მისი მხრიდან ეს უცნაური ხაზგასმები ჩემს პირად ცხოვრებაზე...საერთოდ, ვინ ეკითხება დეპუტატს ადამიანების პირადი ცხოვრების ამბებს??... რა იცის ასეთი??? გარდა იმისა, რომ ამაზრზენად ჭორიკანაა, ხომ არ სცდება ამ თავისი ინტერვიუებით ეთიკასა და დეპუტატის უფლება-მოვალეობას???... რატომ ემთხვევა ასე უცნაურად მისი ტექსტი და მუქარა-გამოხტომები დროსა და სივრცეში დაანონსებული ფარული კადრებით შანტაჟს???? რა ინფორმაციებს აგროვებს, ეძებს და ნახულობს დეპუტატი ლორთქიფანიძე ჩემზე ან ჩემს შვილზე? არის თუ არა ეს ინტერვიუ მისი მხრიდან მუქარა, ამჯერად უკვე არა მხოლოდ ჩემი, არამედ უკვე ჩემი ოჯახის ყველაზე ძვირფასი წევრის ცხოვრების დეტალებითაა დაინტერესებული... ცეცხლს ეთამაშება დეპუტატი ლორთქიფანიძე და უნისონშია იმ შანტაჟტან, რაც ორი კვირაა გრძელდება...

P.S. რას ვიფიქრებდი, ჩემი ეჭვები იმ კაცზე თუ გაივლიდა, პიჯაკის გამო ციხეში რომ ჩასვა ახალგაზრდა ბიჭები... მე ვფიქრობ, ეს ინტერვიუ სერიოზული ეჭვების საბაბს იძლება, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მის მიმართ გამოთქმული ჩემი შვილის კომენტარის გამო, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს და ამბობს-ვანოს სამიინისტროში ამას ვერავინ გაბედავდაო... ანუ-პრაქტიკულად, მარიამის გაგდებას ითსხოვ სამსახურიდან. სახელმწიფო სამსახურებში მხოლოდ ლორთქიფანიძის მეხოტბე-ფანები უნდა მუშაობდნენ, თუ რა ხდება?!!“, - წერს ინგა გრიგოლია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე