29 მარტს, ბიზნესზე ორიენტირებული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:56 | 28.03.2016
ნანახია: 1426

29 მარტს,  KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. KAR.GE კატალოგი მოძრაობა KAR.GE -ს ახალი პროექტია. ეს იქნება ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს საქართველოში მოქმედ საწარმოებს, ქართულ ბრენდებს, საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, სავაჭრო ობიექტებს, ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და დისტრიბუტორებს. KAR.GE კატალოგის სპონსორები არიან სს ნიკორა და შპს კამპა.

29 მარტის პრეზენტაციაზე მოწვეულ პარტნიორებს, ბიზნეს / მედია საზოგადოებას და თანამოაზრეებს წარედგინება ინტერნეტ კატალოგი და მასში უკვე განთავსებული იმ ქართული კომპანიების მონაცემები, რომლებიც პროექტში ადრეულ ეტაპზევე ჩაერთენ. ეს კომპანიები არიან: კამპა, ნიკორა, ბებოს ნობათი, გრეიფი, დიდგორის ველი, AG Telecom-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ვესტ ინვესტი, იფანი, კოკლოზინა, მედა ბრაითი, ჩვენებური, ოპ არტი, ოქროს ვერძი, პამაქელა, რამონა, საქართველოს სათბურის კორპორაცია, საქკაბელი, სვეპი, ფეფე, ყველის სახლი, ჩირკოლადი, წყალტუბოს სიროფი, ხარისხის ლაბორატორია, ჯეო თოიზ, ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპ. ადგილზე შედგება რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

KAR.GE კატალოგის შექმნის მთავარი მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს და საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საქართველოში არსებული გამორჩეული ქართული საწარმოების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, ბიზნეს სერვისების მომწოდებლებისა და დისტრიბუტორების შესახებ. ეს რეალურად გაზრდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობას და გაყიდვებს. KAR.GE კატალოგის ხილვა შესაძლებელი იქნება 29 მარტიდან ვებსაიტზე - http://kar.ge

KAR.GE -ს კატალოგის პრეზენტაციას სასტუმრო „ლაერტონ თბილისი“ უმასპინძლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე