14-16 აპრილს, ბათუმი "სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის'' პირველი საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 15:53 | 25.03.2016
ნანახია: 1372

14-16 აპრილს, ბათუმში საგამოფენო კომპანია ,,GEONET EXPO“-ს ორგანიზებით ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველ საერთაშორისო გამოფენა - ,,EXPOMEDBATUMI 2016“ გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMED BATUMI 2016’’ ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. მოწვეული იქნება სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, პოლონეთი, ბელორუსია.

,,EXPOMED BATUMI 2016’’ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი-აჭარის ტელევიზია და გაზეთი ,,Ajara BUSINESS WEEK”.

,,EXPOMED BATUMI 2016’’-ი სასტუმრო "შერატონში" გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე