ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი „Air China“-ს დელეგაციას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:45 | 25.03.2016
ნანახია: 1203

საქართველოში ვიზიტად მყოფი ავიაკომპანია „Air China“-ს დელეგაცია დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაისწრნენ ასევე საქართველოს ტურიზმის საზაფხულო კლიპის პრეზენტაციას. „Air China“-ს დელეგაციამ  საქართველოს წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად ბაზარზე არსებული სიტუაცია და ახალი ავიამიმართულების შესრულების სამომავლო პოტენციალი, განიხილა.

როგორც ცნობილია Air China საქართველოს ავიაბაზარს სწავლობს. საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტების ინფორმაციით, Air China-ს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების შესაძლებლობის შესაფასებაა.

აღსანიშნავია, რომ Air China-ს წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა 2014 წლის ზაფხულში, თბილისში ჩატარებული საავიაციო ფორუმი Routes Silk Road-ის ფარგლებში, რა დროსაც ავიაკომპანიას გაეცნო საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ავიამიმოსვლის განვითარების პოტენციალი. რის შემდეგაც მუდმივად მიმდინარეობს ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები და საქართველოს ავიაბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Air China არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფლაგმანი და უმსხვილესი ავიაკომპანია, სათაო ოფისით პეკინში.

ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს 200-ზე მეტი მიმართულებით, მსოფლიოს 6 კონტინენტზე. მისი ფლოტი შედგება 367 ხომალდისაგან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე