ჟერარ პიკემ დაგვიანებისთვის, ჯარიმის სახით 6 ათას ევროზე მეტი გადაიხადა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 25.03.2016
ნანახია: 1312

ჟერარ პიკემ დაგვიანებისთვის ჯარიმა გადაიხადა. როგორც სპორტული გამოცემები იტყობინებიან, „ბარსელონამ“ დაგვიანებისთვის ჯარიმის სისტემა აამოქმედა.

ვარჯიშებზე პირველ დაგვიანებაზე ჯარიმა 200 ევროს შეადგენს, ხოლო ყოველი შემდგომი დაგვიანერბისთვის ჯარიმის მოცულობა 2-ჯერ იზრდება.

რაც შეეხება დაგვიანებას თამაშზე, ჯარიმა შედარებით მაღლია. წესის მიხედვით ფეხბურთელები დანიშნულების ადგილზე 1,5 საათით ადრე უნდა გამოცხადდენ. შესაბამისად პირველი დაგვიანება 400 ევროღი „ისჯება“, ხოლო შემდგომ დაგვიანებებზე ჯარიმის მოხულობა 4-ჯერ იმატებს.

მიმდინარე სეზონზე დაგვიანებების ლიდერი, „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკეა. პიკეს ჯარიმის სახით უკვე გადახდილი აქვს 6 ათას ევროზე მეტი. ნეიმარის ჯარიმის მოცულობა მიმდინარე სეზონზე 1200 ევროა, ხოლო ადრიანომ უკვე გადაოხადა 1000 ევროს მოცულობის ჯარიმა.

როგორც ირკვევა ვარჯიშებზე და თამაშებზე არასოდეს დაუგვიანიათ და შესაბამისად არ დაჯარიმებულან: ლიონელ მესი, ანდრეს ინესტა, ლუის სუარესი, დანი ალვესი და ხავიერ მასკერანო.

სეზონის ბოლოს კლუბის კაპიტანი გადაწყვეტს რა მიზნებისთვის დაიხარჯოს ფეხბურთელების ჯარიმებიდან აკრებული შემოსავალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე