გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშოები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:57 | 25.03.2016
ნანახია: 1774

გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშოები გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათის მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარალელურად გზებზე ბეტონის საფარი ისხმება. ამჟამად სამუშაოები პეტრე იბერის II ჩიხში მიმდინარეობს.
შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების მოწესრიგების მიზნით 1500 კბ მ ბეტონის შესყიდვა იანვარში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 186 ათას 487 ლარი დაიხარჯა.

ბეტონი სამ ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდა. არაასფალტირებულ გზებზე ბეტონის საფარის დასხმის სამუშაოების მიმდინარე ეტაპი უკვე სრულდება მწვანე კონცხისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც უკვე მოწესრიგდა 8 ქუჩა.
გასულ წელს ქალაქის გარეუბნებში არსებულ გზებზე სულ 4320კბ.მ. ბეტონის საფარი დაიგო. საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე