ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 25.03.2016
ნანახია: 1555

ბელგიის პოლიციამ სპეცოპერაციისას ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

ოპერაციის დეტალები უცნობია. ბელგიის პოლიცია მიიჩნევს, რომ სულ მცირე ორი ადამიანი, რომლებიც ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში აფეთქებებთან უშუალო კავშირში იმყოფებიან, გაქცეულები არიან.

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხიმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. მესამე დღეა ბელგია გარდაცვლილებს გლოვობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე