მთავრობა აჭარის რეგიონული განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 17:50 | 24.03.2016
ნანახია: 1303

აჭარის მთავროპის აპარატში აჭარის რეგიონული განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა მოეწყო. სამუშაო შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს სტრატეგიის გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) წარუდგინა.

რეგიონის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით PMCG -ის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად ხორციელდება.

სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიები მთავარი სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების თემაზე გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა თავიანთი ხედვები წარმოადგინეს, რაც დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში იქნება გათვალისწინებული.

 რეგიონის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო შეხვედრები გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე