Air China საქართველოს ავიაბაზარს სწავლობს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 24.03.2016
ნანახია: 1278

ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარს ეცნობა. როგორც საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებში განმარტავენ,  მათი მოწვევით საქართველოს სამუშაო ვიზიტით ავიაკომპანია Air China-ს დელეგაცია ესტუმრა. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ვიზიტის მიზანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების შესაძლებლობის შესაფასება, რომლის ფარგლებში ასევე შედგა სამუშაო შეხვედრები TAV Georgia-სთან და ჩატარდება შეხვედრები საქართველოს ტურისტულ კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ Air China-ს წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა 2014 წლის ზაფხულში, თბილისში ჩატარებული საავიაციო ფორუმი Routes Silk Road-ის ფარგლებში, რა დროსაც ავიაკომპანიას გაეცნო საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ავიამიმოსვლის განვითარების პოტენციალი. რის შემდეგაც მუდმივად მიმდინარეობს ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები და საქართველოს ავიაბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Air China არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფლაგმანი და უმსხვილესი ავიაკომპანია, სათაო ოფისით პეკინში.

ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს 200-ზე მეტი მიმართულებით, მსოფლიოს 6 კონტინენტზე. მისი ფლოტი შედგება 367 ხომალდისაგან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე