შალვა ნათელაშვილი: ყველა დიქტატორის, ოლიგარქის ფინალი დგება, როცა ტელევიზიების დევნას იწყებენ

საქართველო, თბილისი - 09:41 | 02.10.2015
ნანახია: 3830

"ყველა დიქტატორის, ოლიგარქის ფინალი დგება, როცა ტელევიზიების დევნას იწყებენ, ივანიშვილი ამ ფინალშია", - ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. 

ნათელაშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამრთლო.

"ივანიშვილის იტნერესებშია სრული მონოპოლია აიღოს რუსთავი 2-ზე დასვას თავისი მფლობელი და გადააქციოს GDS-ად რომელიც ბოტანიკური ბაღის დანგრევის ხარჯზე ააშენა და 50 მილიონი დაუჯდა ეს მაშინ როცა ქვეყანაში ცხოვრება რთულდება და ძვირდება. რუსთავი 2  როცა იყო გასაკრიტიკებელი და ვაკრიტიკებდი, თუ დაიმსახურებს კრიტიკას ნამდვილად არ მოვაკლებ.

დღეს რუსთავი 2, მისი სიმართლე, მისი მთავრობისადმი დაუმორჩილებლობა, მისი ოპოზიციურობა ისე ჭირდება საქართველოს, როგორც დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა. როგორც კი რუსთავი 2 გახდება პროსამთავრობო, კრიტიკას არ მოვაკლებთ, მაგრამ საფრთხე თუ შეექმნება, ისევ დავიცავ.

ყველა დიქტატორის, ოლიგარქის ფინალი დგება, როცა ტელევიზიების დევნას იწყებენ. ივანიშვილი სწორედ ასეთ ფინალშია. შავი ასოებით ხართ ბატონებო ისტორიაში, ოქროსი კი - არა. ეს მოსამართლე ურთმელიძე არის ბიძინა ივანიშვილის ოცნებათა კანტორის წევრი. სასამართლო არ გვყავს დამოუკიდებელი, ის ემსახურება ხელისუფლებას," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე