პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიხსნა.
საქართველო, თბილისი - 15:05 | 24.03.2016 ნანახია: 1479საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმა გააცნო. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.
„საქართველოსთვის ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, მისი უფლებები და კანონის უზენაესობა მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს; გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცემა ,“–განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები და სამუშაო ადგილების შექმნა; განათლების რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას და მეტ გამჭვირვალობას.
" მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველა განვითარების ახალი დღის წესრიგის სათავეებთან ვდგავართ. შარშან სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მიღებულ იქნა გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ჩვენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოწოდებულნი ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროს განვითარების და გაუმჯობესების საქმეში. უფრო მეტიც, მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ეროვნულ დონეზე ჩვენი მიზნებიცაა, რომლის მიღწევაც პირველ რიგში, ჯერ საქართველოს წინსვლასა და აყვავებას მოიტანს. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ვიმუშავებთ მოსახლეობის დაგროვილი პრობლემების გადაჭრაზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსახლეობის ყველა ჯგუფის კეთილდღეობას,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო ღია და ეფექტიანი მმართველობის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სამთავრობო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობა.
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეები ივნისში ბათუმში დაგეგმილ მერვე მინისტერიალის კონფერენციაზე მოიწვია.
ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრეს ასევე საქართველოს მთავრობის წევრებმა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი წარმოადგენს საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს. საქართველო პარიზის დეკლარაციას 2011 წელს მიუერთდა. დეკლარაცია განსაზღვრავს დახმარების მიმღებ ქვეყნებსა და დონორ ქვეყნებს და ორგანიზაცებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ითვალისწინებს ორმხრივ ანგარიშვალდებულებას, მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან და ინფორმაციის რეგულარულ გაზიარებას.
ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა