სალახ აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 14:41 | 24.03.2016
ნანახია: 1717

პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალახ აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას მოითხოვს, ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.

”სალახ აბდესლამმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა საფრანგეთში დაბრუნება. მე ვთხოვ გამომძიებლებს არ შეეწინააღმდეგონ მის გაგზავნას”, - განუცხადა ადვოკატმა სვენ მარიმ ტელეკომპანია BFM-ს.

ექსტრადირების საქმეს ბრიუსელის სასამართლო 31 მარტს განიხილავს.

მანამდე ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საფრნაგეთისთვის მისი გადაცემის წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ მთელი ძალებით შეწინააღმდეგებოდა ექსტრადირების პროცესს.

26 წლის სალახ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დაიბადა, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, პარიზის ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. საფრანგეთის დედაქალაქში 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა, 400-მდე კი დაიჭრა.

გასულ კვირას აბდესლამი ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში დააკავა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე