ბათუმში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები მონტაჟდება

საქართველო, თბილისი - 14:35 | 24.03.2016
ნანახია: 1481

ბათუმში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები მონტაჟდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები მელიქიშვილის ქუჩაზე, #2 სჯარო სკოლის წინ მიმდინარეობს. ბარიერები ასფალტის საფარზე მაგრდება და მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილების სვლას შეაფერხებს. ბარიერები შიდა ამრეკლებით არის აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა ღამით მოძრავი ავტომობილების მფლობელებისთვისაც გახდეს შესამჩნევი. პირველ ეტაპზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარედ დამონტაჟდება. ბარიერები ჯამში 30 ლოკაციაზე უნდა მოეწყოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს (ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე