ერდოღანი: ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე თურქეთში დააკავეს და ბელგიაში მისი დეპორტაცია მოახდინეს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 24.03.2016
ნანახია: 1591

ბრიუსელის ტერაქტებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თურქეთის ხელისუფლებამ 2015 წლის ივნისში დააკავა და ბელგიაში მისი დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

”ერთ-ერთი თავდამსხმელი გაზიანტეპში (ქალაქი თურქეთის სამხრეთით სირიის საზღვართან) დააკავეს და ბელგიაში მისი დეპორტაცია მოახდინეს”, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

ერდოღანის თქმით, დაკავებულის გადაცემისას, თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგიის ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ ის მებრძოლი-ჯიხადისტი იყო, თუმცა მათ გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოუხდენიათ, რადგან მისი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან ვერ დაამტკიცეს.

ბრისუელის ტერატქებს 34 ადამიანი, ემსხვერპლა, 300-მდე კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბელგიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე