ბრიუსელის ტერაქტმა 4 წლის ტყუპები დააობლა - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 24.03.2016
ნანახია: 1905

ბრიუსელის ტერაქტებისას დაღუპული პერუელი ადელმა ტაპია რუისის ისტორიამ მსოფლიო შეძრა. მისი ფოტოები გამოცემების პირველ გვერდებზე იბეჭდება. რუისი ოთხი დაღუპულიდან ერთ-ერთია, რომლის იდენტიფიცირებაც ბელგიის ხელისუფლებამ ამ დროისათვის მოახდინა. ადელმა რუისი 37 წლის იყო, წარმოშობით პერუელი, ბელგიაში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ცხრა წლის წინ ჩავიდა. ის ქმარ-შვილთან ერთად ნიუ-იორკში მიფრინავდა.

”მას ორი ქალიშვილი ჰყავდა, ტყუპი გოგონები მორინი და ალონდრა. ისინიც დედასთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდნენ და სააღდგომო არდადეგებზე ნიუ-იორკში ჩვენი დის მოსანახულებლად მიფრინავდნენ. ამ ტერაქტმა სამუდამოდ შეცვალა მათი ცხოვრება”, - ამბობს გარდაცვლილის ძმა.

ოთხი წლის ტყუპები და ტაპია რუისის ქმარი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე გოგონები მამასთან ერთად ტერაქტის ადგილიდან ოდნავ მოშორებით სათამაშოდ გავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი გოგონა დაიჭრა.

ოფიციალური მონაცემებით, ბრიუსელის ტერაქტებისას 40 ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე