მადრიდის მეჩეთს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 15:08 | 23.03.2016
ნანახია: 1644

მადრიდის უდიდეს მეჩეთს ულტრამემარჯვენეებმა სასიგნალო რაკეტები ესროლეს. Europa Press-ის ინფორმაციით აქცია მიმართული იყო ”რადიკალი ისლამიზმის” წინააღმდეგ. ამის გარდა მეჩეთის გვერდით აქტივისტებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით: ”დღეს ბრიუსელი, ხვალ მადრიდი?” ესპანეთის დედაქალაქის მერიამ ინციდენტზე სწრაფი რაეგირება მოახდინა. მერიის წარმომადგენლებმა აქცია დაგმეს და განაცხადეს რომ ტერორიზმს საერთო ძალებით შეებრძოლებიან. მერიაში მიიჩნევენ, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენლის ერთობლივი მოქმედება ქალაქის უსაფრთხოების გასაღებს წარმოადგენს.
22 მარტს ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს 34 ადამიანი ემხვერპლა, 250-ზე მეტი კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე