რომის აეროპორტში სამართალდამცველებმა საეჭვო ნივთი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 23.03.2016
ნანახია: 1878

სამართალდამცველებმა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში საეჭვო ყუთი ააფთქეს, რომელიც სარეგისტრაციო პუნქტთან ნაგვის ურნაში იყო მოთავსებული.
Rai News 24-ის ინფორმაციით საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო აეროპორტის მუშაობის პროცესი გარკვეული დროით შეფერხდა.

თუმცა აფეთქების შემდეგ გაირკვა, რომ ყუთში მინის ჭიქები იყო მოთავსებული და საფრთხეს არ წარმოადგენდა.

რომის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ გამკაცრებულია.

ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მომხდარ აფეთებებს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი დაიჭრა. ტერაქტებზე პასუხიმსგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე