ელენე ხოშტარია: ამ გამოსვლაში ჩანდა, რომ თითქოს საერთოდ არ ვართ იმ სამყაროში\

საქართველო, თბილისი - 09:19 | 02.10.2015
ნანახია: 1833

ყველაზე მთავარი, რაც პრემიერის გაეროში გამოსვლაში იყო, ეს იყო კონტექსტიდან ამოვარდნილობა, - განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

მისი შეფასებით, როდესაც შენ ლაპარაკობ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაზე და ამბობ, რომ 90 000 სამუშაო ადგილი შექმენი, აბსოლუტურად ამოვარდნილია.

”იმის ნაცვლად, რომ ისაუბრო რამდენი ეკონომიკური გამოწვევაა ქვეყანაში, მათ შორის, იმ უსაფრთხოების პრობლემის გამო, რაც რეგიონში არსებობს. მეორე მნიშვნელოვანი თემა რაც იყო - იცით, რუსეთის ახალ ავანტიურაზე სირიაში, რომელზეც ყველა თანხმდება, რომ არის ნაწილი და გაგრძელება იმის, რაც ხდება ჩვენს რეგიონში. ობამას მთავარი გზავნილი იყო, რომ ამერიკა არ დაუშვებს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება საქართველოს, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველო არ იყო მოხსენიებული იმიტომ, რომ ამას სჭირდება მუშაობა. ვერ იტყვიან საქართველოს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ დისტანცირებას ვაკეთებთ. ობამას მიერ ამის თქმამ ჩვენ მოგვცა ფანჯარა იმ შესაძლებლობის, რომ გვეთქვა, რომ დიახ, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელზეც გუშინ საუბრობდა ობამა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ირღვევა. ამ გამოსვლაში ჩანდა, რომ თითქოს საერთოდ არ ვართ იმ სამყაროში”, - განაცხადა ხოშატრიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე