მეორე აფეთქება ბრიუსელის მეტროსადგურში

საქართველო, თბილისი - 12:54 | 22.03.2016
ნანახია: 1461

მეორე აფეთქება ბრიუსელის მეტროსადგურში. დღეს უკვე მეორე აფეთქება მოხდა ბელგიის დედაქალაქის მეტროსადგურში, ამჯერზე აფეთქების ხმა შუმანის მეტროსადგურში გაისმა. ამის შესახებ ინფრომაციას სააგენტო Belga ავრცელებს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მანმდე აფეთქება ბრიუსელის მაელბეკის მეტროში მოხდა, მეტროსადგურის გვერდით ევროკავშირის ინსტიტუციების შენობები მდებარეობს. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქალაქში დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, მეტროსადგურები. შემოღებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე.

ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქების შედეგად კი წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე