ზემფირამ ლიტვაში გამართულ კონცერტზე მაყურებლებს უკრაინის დროშის გატანა სთხოვა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 22.03.2016
ნანახია: 1914

რუსმა მომღერალმა ზემფირმ ლიტვის დედაქალაქში გამართული კონცერტის დროს მაყურებლებს დარბაზიდან უკრაინის დროშის გატანა სთხოვა. ამის შესახებ ლიტვური მედია წერს.

”გთხოვთ, გთხოვთ, (გაიტანოთ დროშები)” - მიმართა მომღერალმა სცენიდან თაყვანისმცემლებს, რომლებიც უკრაინის დროშებს აფრიალებდნენ.

”ადამიანებო დროშებით, თქვენ მე არ გიყვარვართ, თქვენ გიყვართ თქვენი იდეა და მეც მაიძულებთ, გთხოვთ, არ გინდათ”, - განაცხადა ზემფირამ.

გასული წლის ივლისში თბილისში გამართულ კონცერტზე ზემფირამ სცენაზე უკრაინის დროშა ააფრიალა, რასაც რუსული საზოგადოების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე