საქართველოს პირველი ლედი სპექტაკლს „პატარა უფლისწული" დაესწრო

საქართველო, თბილისი - 10:02 | 22.03.2016
ნანახია: 1726

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სპექტაკლს „პატარა უფლისწული" დაესწრო, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

სპექტაკლი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მოძრაობის თეატრში გაიმართა.

„კარგად ვიცნობ სპექტაკლის მონაწილეებს, მთავარი როლის შემსრულებელს გიგო შიუკაშვილს, რომელიც არაჩვეულებრივად ასრულებს პატარა უფლისწულის როლს. „პატარა უფლისწული"ჩემი საყვარელი მოთხრობაა  და ძალიან ვისიამოვნე",-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ

წარმოდგენაში მონაწილეობა პროფესიონალ მსახიობებთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმაც მიიღეს.

პირველ ლედისთან ერთად სპექტაკლს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი მეუღლეებიც დაესწრნენ.

წარმოდგენა  თეატრალურმა  სახელოსნომ „ალტერდრამა"  დადგა და კავშირის  „ჩვენი ბავშვები" ორგანიზებით გაიმართა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე