დავით უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი, ეს არის ნაბიჯი წინ

საქართველო, თბილისი - 12:31 | 21.09.2015
ნანახია: 2222

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი, ეს არის ნაბიჯი წინ, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ წინასწარი პატიმრობის ვადებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ახალ ნორმასთან დაკავშირებით რეგიუნული სემინარზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"წინასწარ პატიმრობას აქვს თავისი ვადები და ყველა, მათ შორის პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო ორგანოები უნდა ჩაეტიონ ამ ვადებში. ვერ გაგრძელდება ეს დაუსრულებლად, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი - ეს არის ნაბიჯი წინ. მე პირადად პრეტენზია იმაზე მაქვს, რომ წელიწადნახევარი არ უნდა გაგრძელებულიყო ეს საქმეები სასამართლოში", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ

როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს და ევროპული სასამართლოს სტანდარტებს - ეს არის რეგიუნული სემინარის მთავარი თემა, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა. ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ექსპერტები, დიმპლომატები და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყენების წარმომადგნელები ესწრებიან, გარდა აზრებაიჯანისა.

რეგიუნული სემინარის მთავარი თემა, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა. ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ექსპერტები, დიმპლომატები და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყენების წარმომადგნელები ესწრებიან, გარდა აზრებაიჯანისა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე