თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ

საქართველო, თბილისი - 16:48 | 01.10.2015
ნანახია: 1843

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა თბილისის საკრებულოს შემოწმების შედეგები მთავარ პროკურატურაში გადაგზავნა. საქმე გამარტივებულ შესყიდვებს და ტენდერებს ეხება.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 140 ტრანზაქციაზე, რომელიც თბილისის საკრებულომ განახორციელა და საიდანაც შესყიდვების დაახლოებით 70 პროცენტი გამარტივებული წესით ჩატარდა. ტენდერებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პირი იღებდა.

თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა დღეს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ. რიმა ბერაძის განცხადებით, არამიზნობრივი ხარჯები, რომელზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, წინა მოწვევის საკრებულოს უკავშირდება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე