„მე მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი“ - რისთვის უხდის მადლობას გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტს?

საქართველო, თბილისი - 13:10 | 21.03.2016
ნანახია: 1699

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს. ტელეწამყვანმა გასული კვირის მოვლენები შეაჯამა და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მთელი ეს კვირა, როცა მარტო ვრჩებოდი ჩემს თავთან, ვფიქრობდი ხოლმე ჩვენს ირგვლივ განვითარებულ ამბებზე… უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე გადაცემებში ჩანდა… ვფიქრობდი საქართველოს პრეზიდენტის ორშაბათის განცხადებაზე, რომელიც ზოგიერთებმა საქილიკოდ აქციეს. მე მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მიყვარს, პირველ რიგში, როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი იმდღევანდელი გამოსვლით საკუთარ თავზე გადაიტანა ყველა იმ ადამიანისკენ მიმართული მუქარა და შანტაჟი, რომლებსაც გვემუქრებიან... საკუთარ თავზე გადაიტანა საზოგადოების მიმართ მიმართული დიდი ბოროტება... მიყვარს იმიტომ, რომ ზუსტად იცოდა, რაც მოჰყვებიდა მის განცხადებას, მაგრამ საჭიროდ და აუცილებლობად ჩათვალა შეხიდებოდა შანტაჟის ობიექტად ქცეულ ადამიანებს და ასეთი ღია ფორმით დაპირისპირებოდა სიბნელეს, რომელსაც სახელად მორალური ტერორი ჰქვია.... ხოდა, თუ გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით იყრის კენჭს, მე მას ღიად დავუჭერ მხარს, სწორედ ამ ადამიანობის და ამ მხარში დგომის გამო...

p.s არავინ, ვინც ამ თემაზე ქილიკობს, არ დამიწეროთ კომენტარები ამ ჩემი სტატუსის ქვეშ, რადგან პოლემიკის გამართვას არ ვაპირებ... უბრალოდ, ამ საგიჟეთი კვირის ბოლოს, მომინდა ასე სახალხო მადლობა გადამეხადა ჩემი პრეზიდენტისთვის მისი მხარდაჭერისთვის“, - წერს ინგა გრიგოლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე