დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 21.03.2016
ნანახია: 1276

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-თებერვალში 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 74 მლნ. აშშ დოლარი (33 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 279 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 25 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 26 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში  შესაბამისად 30, 34 და 29 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში  26 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1132 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე