საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან 38 პროცენტით მეტი ივაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 21.03.2016
ნანახია: 1311

2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 77 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 454 მლნ. აშშ დოლარი (63 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 40 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27, 33 და 25 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 44 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 22 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1132 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე