აჭარაში ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი ბათუმია

საქართველო, თბილისი - 10:52 | 21.03.2016
ნანახია: 1400

აჭარაში ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი ბათუმია. აჭარაში ტერიტორიული ერთეულების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის გათვალისწინებით ქალაქი ბათუმი ლიდერობს, რომელზედაც 2015 წელს განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების 56 %-ი მოდის. ირკვევა, რომ ინვესტორებისთვის ბათუმის შემდეგ მიმზიდველი შუახევისა (15%-ი) და ხულოს (15%-ი) მუნიციპალიტეტებში ინვესტირებაა. ინვესტიციების 9 %-ი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე, 4 %-ი - ქობულეთის მუნიციპალიტეტზე, ხოლო ქედას მუნიციპალიტეტზე მხოლოდ 1 %-ი.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ინვესტიციების მოცულობას ისევ მზარდი ტენდენცია აქვს. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 33 %-ითაა გაზრდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  2015 წელს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 366 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 87 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო 279 მლნ აშშ დოლარი შეადგინა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა (FDI). 2014 წელს აჭარაში სულ 276 მლნ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიციის შემოდინება დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე