ნანუკა ჟორჟოლიანი: პოლიტიკური ორიენტაციით გაერთიანდით და არა სექსუალურით!

საქართველო, თბილისი - 17:07 | 20.03.2016
ნანახია: 1679

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან  დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"Istambul-ში რაც ხდება, ისეა რუსეთის სცენარი, როგორც ამ უკანასკნელის პრეზიდენტი ბოროტების სახე!

და ვინც იმას ვერ ხედავს, რომ რუსეთი ისე როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის არევას ცდილობს ბრმაა!

ქვეყანა ნაცებად და ქოცებად კი არ უნდა დაიყოს! ან, ცუდებად და კარგებად! პროდასავლელები და პრორუსები. აი, ასე უნდა მოხდეს პოლარიზება.

გადის დრო, კი არ გადის გარბის და ჩვენ ისევ ერთ წრეზე მივდივართ. ღორები- ღორებს ეუბნებით შე- დრუნჩიანოო. რით ვერ მიხვდით რომ არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც რამეს ვერ წამოაძახებ. არ არსებობს! და დაიკიდეთ რაღაცეები. მერე რა რომ ბოღმები ხართ. იქნებ ერთხელ მაინც იფიქროთ ქვეყანაზე! მაგრად დაგვღალეთ თქვენი ჩხუბებით! ერთი და იგივე არგუმენტებით და თან, ვიდრე თქვენ არკვევთ ვინ -ვინ ხართ, მეზობელი, განავლის სუნს გიყენებთ ქვეყანაში!

პოლიტიკური ორიენტაციით გაერთიანდით და არა სექსუალურით! ასე აჯობებს! მაგრამ ამ უკანასკნელს მაინც მიაწექით. მერე რა რომ ისევ გიღებებ!

მე მიყვარს თურქეთი", - წერს ჟორჟოლიანი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე