ნიკა გვარამია: ტელეკომპანიას გადაკეტილი აქვს ყველა ფინანსური არხი
საქართველო, თბილისი - 15:46 | 01.10.2015 ნანახია: 1810"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის თქმით , უნდა ყოფილიყო საუკეთესო. მან თავისი გადაწყვეტილებით, რუსთავი 2 დახურა. ის, რომ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს, ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გააკეთა.
გვარამიამ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას გადაკეტილი აქვს ყველა ფინანსური არხი.
"ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი. ის როცა ყიდის სარეკლამო დროს, რამდენიმე თვეში აქვს მას შემოსავალი. ამ პაუზის ამოსავსებად საბანკო რესურსია აუცილებელი, განსაკუთრებით, ზაფხულში და ახალი წლების პერიოდში. ამ დროს ბანკის დახმარებით ვყიდულობდით ტექნიკას და ვისტუმრებდით ხელფასებს. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გზა ჩაგვკეტვოდა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რომ ეს ხელისუფლების თამაშია, და თუ ვინმე ფიქრობდა, რომ, იქნებ, ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის, ეს ეჭვები დღეს ხელისუფლებამ გაფანტა. ხელისუფლებამ დღეს შეგვიზღუდა ერთადერთი დარჩენილი გზა, გვქონდეს დაფინანსება მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვაქვს.
6 მილიონის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რომელიც, დიახ, არის დავით კეზერაშვილის ნათესავი. არ გვჭირდებოდა ინვესტორი, ხელისუფლებას ამ დღეში რომ არ ჩავეგდეთ. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ინვესტორი წამოვიდა პირობებზე, რომ არ ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში და მეორე - ეყიდა, საკმაოდ საფრთხის ქვეშ მყოფი, ქონება. წილების გასხვისება არ შეიძლება. შესაძლებელი იყო მფლობელი კომპანიის შპს საქართველოს წილების გასხვისება. ეს კანონის სრული დაცვით მოხდა. ამის შემდეგ რუსთავი 2 6 მილიონიან ინვესტიციას მიიღებდა, რომელიც არ იქნებოდა მისი ვალი, არც პასუხისმგებლობა. თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა პროცესს, რუსთავი 2 ს წაიღებდა უფრო მეტი 6 მილიონით გაზრდილი ქონებით.
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ბოლო გზა გადაეკეტათ ჩვენთვის. საჯარო რეესტრმა 2 დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია. არადა, მყისიერად უნდა მომხდარიყო. ეტყობა, 2 დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს ივანიშვილთან შეთანხმება. მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში თუმცა ის ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და აუცილებლად აგებს პასუხს. რეესტრმა რეგისტრაცია კი არ მოახდინა, არამედ უკანონო პროცედურა აწარმოა და მოახდინა მესამე პირებთან კომუნიკაცია. ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ამ შეთანხმების შესახებ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცოდეს, თუ ეს ინფორმაცია მას არ მიაწოდეს რეესტრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მთელი აქცია ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული. ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებად არამედ ჩვენ წინააღმდეგ და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იტყოდა 6 მილიონიანი ინვესტიციით ტელეკომპანიის გამდიდრებაზე, რომელიც თუ ჰგონია რომ სასამართლოში გაიმარჯვებდა, მას დარჩებოდა. ირონიული და ცინიკურია რომ ეს გადაწყვეტილება იგივე მოსამართლემ გააკეთა.
თამაზ ურთმელიძე თავისუფალი მედიის წინააღმდეგ იბრძვის. ის არის ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლე. მას დიდი ალბათობით, დიდი ოდენობით თანხა აქვს აღებული. მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება, ის ამ ქვეყანაში თავშესაფარს ვერასდროს იპოვის. ღუპავს ქვეყნის მომავალს და ღუპავს ხელუსუფლებას, რომელსაც ემსახურება. ამ ნაბიჯით მოსამართლემ, ფაქტობრივად, რუსთავი 2 დახურა.
ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს და გაიზრდება თუ არა ჩვენი შემოსავლები, გაიზრდება თუ არა, ჩვენი დამსახურება იქნება და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ხელისუფლებას ვპირდები ვიდრე რუსთავი 2 დაიხურება დაიხურებით თქვენ,"- აცხადებს ნიკა გვარამია.
წყარო: "რუსთავი 2"
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა