კომუნიკაციების კომისიამ „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ რადიოარხები შეამოწმა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 19.03.2016
ნანახია: 1513

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ოთხი რადიოსადგური („არ დაიდარდო”, „ფორტუნა+“, „ფორტუნა“, „ავტორადიო“) შეამოწმა და მიიჩნია, რომ კომპანია  კომერციული რეკლამას წესების დარღვევით ანთავსებდა, რის გამოც ჰოლდინგი წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ („არ დაიდარდო”, „ფორტუნა+“, „ფორტუნა“, „ავტორადიო“) რადიოსადგურების მონიტორინგი 2016 წლის 18 და 19 იანვარს ჩაატარა და სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერება შეისწავლა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ რადიო ეთერებში რიგი გადაცემების სპონსორზე მითითებისას ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილა და საკითხთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველო კანონის, რის გამოც სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე