კომუნიკაციების კომისიამ შპს „სამაუწყებლო სახლი“ (რადიო „შანსონი“) წერილობით გააფრთხილა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 19.03.2016
ნანახია: 1337

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო სახლი“ (რადიო „შანსონი“) სპონსორზე მითითების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

2016 წლის 25 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ (,,შანსონი“) სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დაცვის კონტროლის მიზნით შეამოწმა. მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ (,,შანსონი“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული რიგი გადაცემების სპონსორზე მითითება შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

 საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე