„ინტელ ფონმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველო, თბილისი - 16:46 | 19.03.2016
ნანახია: 1340

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ინტელ ფონის“ განცხადების საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრათვა გასცა.

კომპანია ნუმერაციის რესურსით 706 090 XXX-706 092 XXX (სულ სამი ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებას განახორცილებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობიოს ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მტელი ტერიტორიაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე