ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 01.10.2015
ნანახია: 1863

„არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში”, აცხადებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია, გვარამიას განმარტებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა.

"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა.

ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან", - განაცხადა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე