შოთა მინდელი: "საჯარო რეესტრი ელოდებოდა, როდის მოახერხებდა ქიბარ ხალვაში სასამართლოსგან ახალი განჩინების აღებას"

საქართველო, თბილისი - 15:20 | 01.10.2015
ნანახია: 1869

რუსთავი 2-ის ადვოკატებს საჯარო რეესტრისგან ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირებაზე უარის დასაბუთებაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ,

დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატის,  შოთა მინდელის, თქმით, საჯარო რეესტრი ელოდებოდა როდის მოახერხებდა ქიბარ ხალვაში სასამართლოსგან ახალი განჩინების აღებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ 29-ში ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია დავიწყეთ, იყო სრულიად თითიდან გამოწოვილი, აბსურდული  მიზეზი და ეს მიზეზი მათი კაპრიზების გათვალისწინებით ეს კაპრიზი აღმოფხვარით, უკვე 30-ში მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია არ მოეხდინათ, დღეს უკვე 24 საათზე მეტი გადის და კიდევ არ ვიცით პასუხი და ამ დროს მედიასაშუალებებით ვგებულობთ, რომ თურმე ტელეკომპანია საქართველოს წილებს აყადაღებს ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაში, რაც აბსურდული და გაუგებარია, რადგან ტელეკომპანია საქართველოს წილები დავის საგანს არ წარმოადგენდა. საჯარო რეესტრი ელოდებოდა როდის მოახერხებდა ქიბარ ხალვაში სასამართლოსგან ახალი განჩინების აღებას,“ - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატმა, შოთა მინდელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე