ტარკანი ქორწინდება

საქართველო, თბილისი - 13:46 | 17.03.2016
ნანახია: 2324

თურქული შოუ-ბიზნესის სუპერვარსკვლავი ტარკანი მარტოხელა მამკაცის სტატუსს ემშვიდობება. როგორც Haberturk.com იტყობინება მომღერლის ქორწილი აპრილში გერმანიაში გაიმართება.

უფრო კონკრეტულად კი სუპერვარსკვლავის ქორწილი ქალაქ კიოლნში ჩატარდება, ანუ ქალაქში სადაც მისი შეყვარებული პინარ დილეკი ცხოვრობს.

როგორც თურქული პრესა წერს, ტარკანის ქორწინების შესახებ ინფორმაციას მომღერლის ახლობლები ავრცელებენ, თავად ტარკანის მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაჟღერებულა.

ტარკანის რჩეული პინარ დილეკი მისი ფანია. წყვილმა ერთმანეთი გერმანიაში, ტარკანის ტურნეს ფარგლებში გაიცნო.

მომღერალი ტარკანი იგივე თარკან ტეველოღლუ ბევრი პრემიის ლაურეატია, როგორც თურქეთში ასევე მთელს მსოფლიოში. მისი კარიერა 1992 წელს დაიწყო. ტარკანის პლატინური ალბომების 25 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მთელს მსოფლიოში. მას უსმენენ როგორც თურქეთში ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, ავსტრალიაში. იგი ასევე ცნობილია აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. მას ხშირად ადარებდნენ ელვის პრესლის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე