„გუდვილში“ მომხდარი ხანძრის ახალი დეტალები

საქართველო, თბილისი - 13:17 | 17.03.2016
ნანახია: 2928

სუპერმარკეტ „გუდვილში“ ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ მათგანს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას სხეულზე ტრავმა აქვს მიყენებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის და მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ცეცხლი შენობის სახურავის 500 კვ.მ-ს მოედო. 

ხანძრის ლოკალიზებას 60-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულზე მდებარე კაფეში სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. 

ხალხის ევაკუაცია შენობიდან მალევე მოხდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე