ადელი გათხოვდა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 17.03.2016
ნანახია: 2393

ბრიტანელი მომღერალი ადელი და მისი ბოიფრენდი საიმონ კონეკი დაქორწინდნენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ადელი და საიმონი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეუღლდნენ. თუმცა მანამდე მომღერლი ამბობდა, რომ გათხოვებას არ აპირებდა. ”ვერ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობის დარეგისტრირების აუცილებლობას. ჩვენ გვყავს შვილი. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია”, -ამბობდა ადელი.

თუმცა დღეს ადელის თაყვანისმცემლებმა მის უსახელო თითზე ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები შენიშნეს. მომღერლის პრეს-სამსხურს ამ სიახლეზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე