გიორგი მარგველაშვილი სენატორებს ბობ კორკერსა და ბენჯამინ კარდინს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 01.10.2015
ნანახია: 1800

გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის  საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ ბობ კორკერს და სენატის საგარეო კომიტეტის წევრ სენატორ ბენჯამინ კარდინს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.

საუბრისას აღინიშნა, რომ  საერთაშორისო და სტრატეგიულ დონეზე აშშ   საქართველოსთვის საკვანძო პარტნიორია და მნიშვნელოვანია ამ პარტნიორობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე  აყვანა.

 შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა, როგორც საქართველოს უსაფრთხოების  უზრუნველყოფის ერთერთი მთავარი  ასპექტი.

მხარეებმა იმ უპირატესობის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (FTA)  ინიციატივა გულისხმობს.

მხარეებმა   საქართველო-რუსეთის კონფლიქტი    და რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე