”მაესტროს” ლოგოსა და სახელის საკითხი სასამართლოს პირველ სხდომაზე 25 მარტს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:43 | 17.03.2016
ნანახია: 1631

”მაესტროს” ლოგოსა და სახელზე დავა გრძელდება. როგორც რუსთავი 2 იუწყება, რომ საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა 25 მარტს გაიმართება. სხდომაზე უნდა განიხილონ თუ ვის ეკუთვნის ”მაესტროს” ლოგო და სახელი.

შპს ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი, ბაჩო კიკაბიძე არ გამორიცხავს, რომ მას სასამართლომ ”მაესტროს” ლოგოსა და სახელზე არსებული უფლებები ჩამოართვას.

ხვალ კიკაბიძე მარეგულირებელ კომისიას ახალი არხის ბადის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და არ გამორიცხავს, რომ ”მ 24”-მა მაუწყებლობა მომდევნო კვირიდან დაიწყოს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ უკვე გაფორმდა ხელშეკრულება კიკაბიძესა და მაკა ასათიანს შორის, რომლის მიხედვითაც, ახალი არხი იმავე შენობიდან იმაუწყებლებს, საიდანაც დღეს ეთერში შპს სტუდია ”მაესტრო” გადის. 

ლევან გაჩეჩილაძის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ მათ ასათიანის კომპანიისგან იჯარის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე