გია ვოლსკი: კარასინის განცხადება აგრესიულია

საქართველო, თბილისი - 15:34 | 16.03.2016
ნანახია: 1663

კარასინის განცხადება აგრესიულია, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარასნის განცხადებაში შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებია.

,,კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებია მის განცხადებაში. თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიოტრიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, გულწრფელობისგან შორსაა,  ემოციისგანაც დაცლილია. გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან, მნიშვნელოვანია.  ეს, ამავე დროს, არანაირად  ჩვენი საგარეო პოლიტკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ, ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე