შს მინისტრი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 16.03.2016
ნანახია: 1495

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს საქართველოში - პასკალ მენიეს შეხვდა.
შს მინისტრი ელჩს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის საელჩოს და უსაფრთხოების ატაშეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე