ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 15.03.2016
ნანახია: 1266

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, უცხოური ინვესტიციებით და დონორების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს.

სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კომპანიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას ეხება.

კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაცნობა. თბილისში ისინი 2015 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე