შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრების პროცესი შეწყდა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 15.03.2016
ნანახია: 1541

შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრების პროცესი შეწყდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ "მაესტროს" კრედიტორთა პოზიციის გათვალისწინებით მოსამართლემ მიიღო. 
კრედიტორთა უმეტესობამ "მაესტროს" გაკოტრების პროცესის შეჩერებას მხარი დაუჭირა,
არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ კრედიტორებს ყველა ვალის დაფარვის პირობა მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორ ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება "მაესტროს" გამოყენების უფლება აეკრძალა.

ბაჩო კიკაბიძის თქმით, "მაესტროს" ვერ გააჩერებენ და მაუწყებლობა არც ერთი წუთით არ შეწყდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე