„თსუ პოლიკური გავლენებისათვის ბრძოლის ასპარეზად იქცა“ - ნესტან კირთაძე

საქართველო, თბილისი - 16:57 | 15.03.2016
ნანახია: 1774

ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციის EUGAO პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე, უნივერსიტეტში გავითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისივე თქმით, დაპირისპირებულმა მხარეებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ და ფართო წარმომადგენლობით, სტუდენტების ფართო ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით კონსულტაციების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.

„როგორც ჩემი კოლეგები მატყობინებენ, უნივერსიტეტში უმართავი პროცესები და სრული ქაოსია.

თსუ, პოლიკური გავლენებისათვის ბრძოლის ასპარეზად იქცა, სადაც, როგორც ჩანს, სტუდენტების გულწრფელი ემოციები და სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები, ამჯერად, მხოლოდ ,, შესაფერი'' ფონია იმისათვის, რომ ,, ვიღაცამ '' იქ თავისი ,,წესრიგი'' დაამყაროს.

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მთელ ამ პროცესზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის რექტორი და ორივე საბჭო...
ვფიქრობ, ახლა დაპირისპირებულმა მხარეებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ და ფართო წარმომადგენლობით, სტუდენტების ფართო ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით კონსულტაციების მაგიდას მიუსხდნენ.

არ ვიცი, რამდენად შესაბამისობაში მოვა კანონთან ,,განათლების შესახებ'', მაგრამ ღირს ფიქრად, არსებობდეს კანონი ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ''...
ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან გავითარების განსაკუთრებულ ფორმატს და ყურადღებას იმსახურებს.

ეს საქართველოს დედა უნივერსიტეტია.
ქართველმა მამულიშვილებმა მისი დაფუძნებით მოამზადეს 1918 წლის 26 მაისი...

მშვიდობას და გამარჯვებას ვუსურვებ, ჩვენს სტუდენტობას და უნივერსიტეტს! მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს!“, - წერს ნესტან კირთაძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე