AZALJET-მა შესაძლოა თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 15.03.2016
ნანახია: 1345

აზერბაიჯანულმა ლოუქოსთერმა AZALJET-მა შესაძლოა თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო 1news-ი იტყობინება, AZAL-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AZALJET-ი ფრენებს 28 მარტიდან დაიწყებს.

სააგენტოს ინფორმაციით, AZALJET-მა უკვე გამოაქვეყნა საკუთარი მომსახურების ტარიფები, რომლის მიხედვითაც ფრენის ღირებულება, ერთი გზა, 49 ევროდან იწყება, ხოლო ორი გზის ტარიფი - 98 ევროდან იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფი შესაბამის გადასახადებსაც მოიცავს.

როგორც ცნობილია AZALJET-ი ფრენების განხორციელებას ძირითადად იმ მარშუტებზე გეგმავს, რომლის ხანგრძლივობაც 3,5 საათია. 1news-ის ინფორმაციით კი სწორედ აღნიშნულ მიმართულებებს ეკუთვნის თბილისის, მოსკოვის, სტამბულის, დუბაის, სანკტ-პეტერბურგის, მინსკის, კიევის, ლვოვის, ანკარას, აქტაუს, ანტალიის, იზმირისა და ბოდრუმის მიმართულებით რეისები.

ცნობისათვის, AZALJET-ის რეისებზე ეკონომ კლასზე სამი სახის ტარიფი იმოქმედებს – Budget, Discount и Comfort.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე